მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია აქტუალური.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროცესში სახელმწიფოსთან ერთად აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორიც, მსგავსი სახის აქტივობები რეგიონის მასშტაბით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
მდინარის დათევზიანების პროცესში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველაძე , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე