სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ პროექტის ‘’გრეტა/მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)’’ პროგრამის მენეჯერთან- ირაკლი კუციასთან და პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელთან- სიგრუნ ანდრესდოტირთან შეხვედრა გამართა.
აღნიშნული პროექტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ხორციელდებოდა ევროკავშირის მხარდაჭერით და გამიზნული იყო მდგრადი სამთო ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, თუმცა პანდემიით გამოწვეულმა სიტუაციამ მოახდინა პროექტის შეფერხება, რაც უარყოფითად აისახა პროექტით დაინტერესებულ პირებზე.
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა- ქრისტინე კობახიძემ მოუწოდა პროექტის ორგანიზატორებს, რომ ის პრობლემები, რომლებიც არსებობდა მაშინ აღარ უნდა განმეორდეს პროექტის მიმდინარეობის შემდგომ ეტაპზე, ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის პროექტების დროს მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია ჰქონდეთ დაინტერესებულ პირებთან და გასაგებად და მკაფიოდ გააცნონ საგრანტო პირობები.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ პროექტის წარმატებულად განხორციელება უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენი რეგიონისთვის და გამოთქვა მზაობა სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობისათვის.
შეხვედრა რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისრაციაში გაიმართა ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: გიორგი მაქარაშვილი, თემური ჩანქსელიანი, ლაშა ჭიჭინაძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი- ქრისტინე კობახიძე.