რაჭის 2018 წლის ზაფხულის სეზონს, შაორზე, 2 ახალი ტურისტული ობიექტი გახსნის.
გაკეთდება ლოკაციები, სადაც შევძლებთ ,,მონიშვნას" ანუ ე.წ. Check in - ს.
ტურისტული ობიექტების მოწყობის სამუშაოები რეგიონის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნული იდეა ხელს შეუწყობს რაჭის პოპულარიზაციას და ტურისტების რაოდენობის გაზრდას.