დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა -პაპუნა მარგველიძემ ონლაინ შეხვედრა ‘’ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი’’-ს (CCRG) და ‘’ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის’’ პროექტის წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
აღსანიშნავია, რომ ‘’ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი’’ ახორციელებს ნარჩენების მართვის პროგრამას ონის მუნიციპალიტეტში, რისთვისაც უკვე შეძენილია შესაბამისი მანქანა, მხარეებმა იმსჯელეს შეგროვებისა და ხარჯების ეფექტურობის თვალსაზრისით აღნიშნული ტრანსპორტის გამოყენებით ნარჩენების შეგროვება განხორციელდეს რეგიონის მასშტაბით ოთხივე მუნიციპალიტეტში.
სახელმწიფო რწმუნებულმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ იდეას და გამოთქვა მზაობა თანამშრომლობისთვის.
ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.