ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდ.ღარულას წყლის დონის მკვეთრი მატება გამოიწვია.
ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დამცავი ჯებირი და დატბორა საკარმიდამო ნაკვეთები. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი-არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი-ემზარ საბანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.