რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ 8 მარტი- ქალთა საერთაშორისო დღე, ამბროლაურის საავადმყოფოს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედ პერსონალს, პირველ მოადგილესთან- გიორგი მაქარაშვილთან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ‘’უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ყველა ქალბატონს 8 მარტს- ქალთა საერთაშორისო დღეს, გისურვებთ ბედნიერებას, დიდ წარმატებებს და ჯანმრთელობას!
მადლობა მინდა გადაგიხადოთ ექიმებს, ეპიდემიოლოგებს, ექთნებს, სანიტრებს ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომისთვის. ცხოვრებაში არაფერია უკეთესი, ვიდრე ჯანმრთელობა, თქვენ კი თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგახართ და ამ მნიშვნელოვან პროცესში ხართ ჩართული. განსაკუთრებით დიდია თქვენი ღვაწლი პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და რეგიონში დღეს არსებული სტაბილური ვითარება ნამდვილად არის თქვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგი. დარწმუნებული ვარ, რომ ვირუსთან ბრძოლა კვლავ წარმატებით გაგრძელდება და საბოლოოდ დასრულდება ჩვენი გამარჯვებით.'' აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ.