ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭრებალოში ახალი კულტურულ–სპორტულ–საგანმანათლებლო კომპლექსი შენდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 299 000 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის მოადგილემ ლევან ქვათაძემ და რაჭა–ლეჩხუმ–სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ თანმხლებ პირებთან ერთად ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ახალი კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2017 წლის ბოლოს იგეგმება.