25 ივნისს, ბავარი-ლენტეხის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი, 2 გარდაიცვალა.
მძიმედ დაშავებული გადაყვანილი იქნა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში.
მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება ადგილობრივ მაცხოვრებელს, რომელიც ლენტეხის საავადმყოფოში რეგიონის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოინახულა და გამოჯანმრთელება უსურვა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს!