18 აგვისტოს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები ლევან ქვათაძე და გიორგი გონაძე, მუნიციპალიტეტში შემავალი მერიებისა და საკრებულოების ხელმძღვანელი პირები და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემური საკითხების, მიმდინარე პროცესების და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.
გიორგი მაქარაშვილი სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლად მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დაინიშნა, მანამდე კი ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის და
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსის პოზიციებს იკავებდა.