25 ოქტომბერს, ამბროლაურის კულტურის ცენტრში, სპექტაკლის ‘’ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს’’ პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლის პრემიერას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე -ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ესწრებოდნენ.
რეჟისორ გელა ისიანის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ლილიანა მხეიძე, ლადო გოგოლაძე, გელა ისიანი, ივანე ცაგურიშვილი, ელისო გელოვნიშვილი, ქეთი ფოფხაძე და დათო დაუშვილი.
სპექტაკლის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.