სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგო ხიდეშელი, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს წარუდგინა.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ სერგო ხიდეშელის სამუშაო გამოცდილება ბევრ წარმატებას მოუტანს, როგორც ონს ასევე მთლიანად რეგიონს.
სერგო ხიდეშელს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, გიორგი მაქარაშვილი, თემური ჩანქსელიანი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი- ქრისტინე კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.