დღეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული -პაპუნა მარგველიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, პირველ მოადგილესთან -გიორგი მაქარაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატთან- გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა.
შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან- ბადრი ლიპარტელიანთან და მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსებთან გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე იმსჯელეს სამომავლო მიზნებზე და პერსპექტივებზე.
‘’დღეს საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გავმართეთ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, მჯერა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით წარმატებით ვუპასუხებთ ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს’’ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ.