კონსტიტუციის თემატიკაზე გამოცხადებულ ესეების კონკურში ,,მასწავლებლები კონსტიტუციაზე" ერთ–ერთი გამარჯვებული ცაგერის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნემსწვერიძე გახდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ პირადად მიულოცა გამარჯვება პედაგოგს და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
გუბერნატორმა ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის ახალგაზრდები მუდმივად გამოირჩევიან ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შედეგებით და სხვადასხვა კონკურსში მიღწეული წარმატებებით, რაც მათი პედაგოგების დიდი დამსახურებაა.