14 იანვარს ამბროლაურში ახალი აეროპორტი გაიხსნა. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1100 მეტრია და საწყის ეტაპზე მოემსახურება 19-ადგილიან საჰაერო ხომალდებს. ტერმინალი 600 კვ.მ-ია და 50-მდე მგზავრის ერთდროულად მიღება შეუძლია
► აეროპორტის ინფრასტრუქტურა იმგვარად არის დაპროექტებული და აგებული, რომ მომავალში, მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში, გარკვეული რეკონსტრუქციის შედეგად, შესაძლებელი იყოს გაზრდილი ტევადობის (30-50 მგზავრი) საჰაერო ხომალდების მიღება
► ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ასევე გაზრდის რეგიონის სატრანსპორტო მისაწვდომობას, ხოლო ეს ორივე ფაქტორი დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე და ზოგადად რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
► აღნიშნული ღონისძიებები არის ქვეყნის ოთხპუნქტიანი რეფორმირების გეგმით გათვალისწინებული სივრცითი მოწყობის კომპონენტის შემადგენელი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს განიხილება ომალოში (თუშეთი) მცირე აეროდრომის აშენება, აგრეთვე ახალქალაქში უმოქმედო აეროდრომის აღდგენა-რეაბილიტაცია
► სწორი სივრცითი დაგეგმარების, კარგად მოწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურისა და მეწარმეობის მუშაობის შედეგად შესაძლებელი ხდება რეგიონის სწრაფი აღმავლობა, ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა
ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის!