➡ 12 ივლისს ,სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მწყერის ფერმა გაიხსნა.
➡ პროგრამის მხარდაჭერით, ბენეფიციარმა 5000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო და შეიძინა ინვენტარი, რომელიც წარმოებადობის გაზრდის საშუალებას მისცემს.
➡ ამჟამად, ადგილზე იწარმოება მწყერის კვერცხი, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.
➡ წარმოების პროცესი რეგიონის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის მოადგილესთან–გიორგი გონაძესთანჰ და პროგრამის "აწარმოე საქართველოში" რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
➡ სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიზანი მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა და ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობაა.