ძვირფასო მე–12 კლასელებო, გილოცავთ ბოლო ზარს!
დღეიდან, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, დამოუკიდებელი ნაბიჯები უნდა გადადგათ ცხოვრების სავალ გზაზე. მინდა წარმატება გისურვოთ, ყველა მოლოდინი გაგმართლებოდეთ!
ჩვენი რეგიონის ახალგაზრდები გამორჩეულები არიან და ღირსეულად პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს, დარწმუნებული ვარ, წელსაც ვიამაყებთ თქვენს მიერ, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შედეგებით.
უფალი გფარავდეთ!
არჩილ ჯაფარიძე
რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გუბერნატორი