ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება.
აღნიშნული პროგრამების საჭიროება მოახლეობიდან გამომდინარეა და მიზნად ისახავს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება 2021 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N 13 დადგენილების საფუძველზე ხორციელდება.
პროგრამა უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, აგრეთვე მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსებას, რომელიც არ/ან ნაწილობრივ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახის დაზღვევით.
პროგრამა მოიცავს სამედიცინო მომსახურების შემდეგ ქვეპროგრამებს:
1) ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური
მკურნალობა);
2) ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა;
3) ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
4) ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა;
5) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დიეტური კვებით მკურნალობა.
საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციისა და დეტალური ინფორმაციის მისაღებათ შეგიძლიათ მიმართოთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გისურვებთ ჯანმრთელობას!