სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილე წარადგინა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთ.ში სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა.
აღნიშნული თანამდებობა- ალუდა თუთისანმა დაიკავა, რომელიც 2021 წლიდან 2023 წლამდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2022 წლის 28 ნოემბრიდან 2023 წლის 19 მაისამდე ოფიციალურად ასრულებდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას.
ალუდა თუთისანი პროფესიით ისტორიკოსია, იგი იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა, მას მინიჭებული აქვს ამავე სპეციალობით მაგისტრის ხარისხი. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
‘’დარწმუნებული ვარ, რომ ალუდა თუთისანი თავის გამოცდილებასა და დაგროვილ ცოდნას სასიკეთოდ მოახმარს ჩვენს რეგიონს. შრომით, მეტი ენთუზიაზმით და ერთმანეთის გვერდში დგომით ჩვენ შევძლებთ რეგიონის განვითარებისათვის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას’’- აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ.
თავის მხრივ, ალუდა თუთისანმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო რწმუნებულს, გამოცხადებული ნდობისთვის და აქტიური მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.