11 ივლისს, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან-გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.ნასპერში, მეწარმე -ხათუნა ღურჭუმალიძის საქმიანობას ადგილზე გაეცნო. ხათუნა დაწყებითი კლასების მასწავლებელია, სოფელში 23 წლის წინ დაბრუნდა. მებაღეობა-მებოსტნეობას მივსდევს, სტუმრების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს სთავაზობს, შვილებთან ერთად აკეთებს სათბურს,მოჰყავს პამიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა. ლეჩხუმური ძველი ჩანაწერების მიხედვით აღადგინა და ამზადებს ლეჩხუმურ საწებლებს - წოს, ადესულას, შავი ადესისა და ბროწეულის წვენისგან. ცნობილია მისი მომზადებული "ბებოს მარილი". აგრეთვე, აწარმოებს ქვევრის ყველს და სხვა პროდუქტებს. მასპინძლობს ეკო-ტურისტებს და მათ ეთნო ტურებს სთავაზობს. ხათუნა არასამთავრობო ორგანიზაციის ფონდ"ტასოს" სოციალური მუშაკია ღვირიშის თემში,ამასთან, მონაწილეობს სხვადასხვა ტრენინგებში და პროდუქციას ყოველწლიურად სხვადასხვა გამოფენაზე,მათ შორის აგროტურისტულ ფესტივალზე წარმოადგენს.