შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ქ. ამბროლაურში ალილო მოეწყო.
მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ. მლოცველებმა ალილოს სიმღერით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და განსაკუთრებით გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებთან ერთად, ალილოს მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.
შობის ამ ფორმით აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს...