სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ 3 მარტი მრავალშვილიან დედას -სალომე დავითულიანს მიულოცა. სალომე სამი შვილის დედაა, ამჟამად ტყუპების მოლოდინშია და 12 წელია რწმუნებულის ადმინისტრაციაში მუშაობს. არჩილ ჯაფარიძემ მას ჯანმრთელობა და მშვიდობა უსურვა. რწმუნებულის ადმინისტრაცია ყველა დედას ულოცავს 3 მარტს და ბედნიერებას უსურვებს!