ქ.ამბროლაური მდგარდი განვითარების ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიებები ამბროლაურის აეროპორტიდან დაიწყო, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და მხარის რწმუნებული- არჩილ ჯაფარიძე იმყოფებოდნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში -ლუიზა ვინტონმა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა -ზვიად მხეიძემ.