გუბერნატორი ახალ მერებს პირველ სამუშაო დღეს ულოცავს
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ საქართველო ევროპის ღირსეული ნაწილია. ქართველმა ხალხმა კვლავ გამოუცხადა ნდობა საქართველოს ხელისუფლებას და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის სწორ, დემოკრატიულ განვითარებას.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებმა, პირველივე ტურში, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.
დღეს, ახალი მერები საქმიანობას ოფიციალურად შეუდგნენ. ვულოცავ მათ ამ დიდ გამარჯვებას! მჯერა, რომ თითოეული მათგანი გაამართლებს ამომრჩევლის მხრიდან გამოცხადებულ ნდობას და წარმატებით განახორციელებს ყველა იმ საქმეს, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებისა და მთლიანად მხარის განვითარებას.
დარწმუნებული ვარ მონდომებით და ერთმანეთის გვერდში დგომით კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება და ჩვენს მხარეში მცხოვრები თითოეული ოჯახის მდგომარეობა ეტაპობრივად უკეთესობისკენ შეიცვლება.
არჩილ ჯაფარიძე
სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი