26 სექტემბერს, გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქართველოს მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და რეგიონის სპორტის სამსახურებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი 2018-19 სასწავლო წლის მხიარული სტარტებისთვის მოსამზადებელი ღონისძიებების დაგეგმვა და სამომავლო პერსპექტივების განხილვა იყო. აღინიშნა, რომ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტის მასობრივი განვითარების წახალისების მიზნით, მნიშვნელოვანია, მსგავს ღონისძიებებში რეგიონის სკოლების ჩართულობა. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ფედერაციის პრეზიდენტისგან მიიღეს ინსტრუქციები მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში, მხიარული სტარტების ფარგლებში, სპორტული შეჯიბრებების წარმართვასთან დაკავშირებით.
დასასრულს, თითოეულ მუნიციპალიტეტს ფედერაციისგან საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადაეცა.
მხიარული სტარტები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით, 2018-2019 სასწავლო წელს, 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე ბავშვია ჩართული.