სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსებული სასტუმრო დაათვალიერა, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2017 წლის გაზაფხულზე გაიხსნა და 6 თვის მანძილზე 1000–მდე ქართველ და უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლა. აღნიშნულმა სასტუმრომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 12 500 ლარის დაფინანსება მოიპოვა.
2013–17 წლებში რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში პრ ოგრამა ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში სულ 556 ბენეფიციარი დაფინანსდა.