ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასული წელი შეაჯამეს და 2024 წლის გეგმებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრეს
18 იანვარს, სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა- გოჩა ენუქიძემ ლენტეხში გაფართოებული სამუშაო თათბირი გამართეს, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერი,საკრებულოს თავმჯდომარე, სამსახურის უფროსები და ა-აიპების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
თათბირის დასაწყისში ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსწრეებს ის მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნეს, რომელიც ბოლო პერიოდში, რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა, შეაჯამეს გასული წლის მიღწევები და იმსჯელეს სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე.
თათბირზე, აგრეთვე განიხილეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და შეაფასეს ამ მხრივ არსებული მდგომარეობა. სამსახურების უფროსების მხრიდან კი მოისმინეს ინფორმაცია სფეროების მიხედვით აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის საუბარი შეეხო, ჯანდაცვის, განათლების , კულტურის, სოციალურ და სხვა მიმართულებებს.
განსაკუთრებული ყურადღება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024“- ზე გამახვილდა, რომლის ფარგლებშიც პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 7 თებერვლიდან დაიწყება, აგრეთვე იმსჯელეს სოფლებში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და იმ საჭიროებებზე, რომლებიც შესაბამისი სამსახურების ჩართულობას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის შეხვედრები რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში კვლავ გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის ეფექტიანობის, გაზრდის კუთხით.