23 ივნისს, რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა.
გაკეთდა ადგილები, სადაც მსურველებს ე.წ. Check in - ის ანუ ,,მონიშვნის" საშუალება ექნებათ.
ახალი ტურისტული ობიექტების გახსნას, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.
აღნიშნული იდეა ხელს შეუწყობს რაჭის პოპულარიზაციის გაზრდას და ტურისტების რაოდენობის მომატებას.
მსგავსი ,,ლოკაციები" ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაკეთდება.