16 მარტს, ამბროლაურის ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსის "მოაზროვნე" - ს გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართა,რომელსაც
რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ– გუბერნატორის
მოადგილეები დავით ღუდუმიძე და გიორგი გონაძე მერიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
კონკურსის მიზანი თავისუფალი აზროვნების, საპრეზენტაციო უნარების განვითარება და კლასიკოსთა ნაწარმოებების პოპულარიზაცია იყო.
გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ