მიმდინარე დღეებში მოსილი უხვი ნალექის შედეგად, რეგიონის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად მეწყრის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა.
შედარებით რთული მდგომარეობა დაფიქსირდა სოფ. ჩხუტელში,ზარაგულასა და მახაშში. უამინდობის მიუხედავად აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტებში შექმნილია სამუშაო ჯგუფები და მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
ამ დროისთვის პრობლემურად რჩება ქ. ამბროლაურის შემოსასვლელი, თუმცა დღის ბოლომდე ჩატარდება აფეთქების სამუშაოები და აღნიშნული მონაკვეთიც გაიწმინდება.