სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ, გუბერნატორის მოადგილესთან ლევან ქვათაძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელ რევაზ ბენიძესთან ერთად ლაილაშის საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა. სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაუყოვნებლივ მოხდა ალტერნატიული გზის მოძიება და სკოლა დროებით ჩანაცვლდა ყოფილი საავადმყოფოს შენობით, რომელიც ამ დროისთვის საუკეთესო საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს.გუბერნატორმა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად სკოლაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათი გადაჭრის გზები განიხილა.ლაილაშის სკოლას ისტორიული და ტრადიციული დატვირთვა აქვს და მასწავლებელთა კონტიგენტითა თუ მოსწავლეთა მიღწევებით დღემდე ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სკოლად ითვლება.