ცაგერის საჯარო სკოლის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
24 მარტს ცაგერის საჯარო სკოლაში 13 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა, რომელთაც უმაღლესი შეფასებით დაძლიეს საბაზო საფეხური. მათ შორის გახლდნენ ქალაქ ცაგერის, ალპანის, ლაცორიის, ბარდნალის, ლაჯანის მოსწავლეები.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ- ლევან ზალკალიანმა, მერის მოვალეობის შემსრულებელთან- ალუდა თუთისანთან, მერის მოადგილესთან- რევაზ ახვლედიანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან- ჭაბუკი ჭაბუკიანთან და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან- ირაკლი სილაგაძესთან ერთად კომპიუტერები გადასცა ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს.
,,ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს ამ წარმატებას. ვუსურვებ, კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის მიეღწიოთ, რადგან სწავლა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. განათლებული ახალგაზრდობა კი ქვეყნის წარმატებული მომავალია"-აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.
აღსანიშნავია, რომ პორტაბელური კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ