ონში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,მუსიკალური საღამო” გაიმართა.გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში, მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი სივრცეები, პავილიონებში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.
ღონისძიება ჯგუფი შერეკილების და ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტით დასრულდა.
ონში, გამართულ ,,მუსიკალურ საღამოს” რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.