14 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში სტიქია მოხდა.
სტიქიამ სოფ.ღებში გამოიწვია მდინარე რიონისა და ჩვეშურის წყლის დონის მატება,რამაც დააზიანა სოფლის შიდა გზები, მოსახლეობის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები.ნაპირსამაგრი ჯებირები.სახიდე გადასასვლელი. რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია სოფელი ღების ნაწილი, 50-60 კომლი,სტიქიის ზონაში მობილიზებულია- ონის პოლიციის რაიონული სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
სტიქიის ადგილზე მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის მოადგილესთან ლევან ქვათაძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან-ემზარ საბანაძესთან ერთად იმყოფება.
ადგილზე ხდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ასევე, სტიქიაა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
სოფ.ლიხეთში დაზიანდა მეწყრული მონაკვეთი, ჩაკეტილია გზა, ადგილზე მუშაობს ტექნიკა,სავარაუდოდ 2 საათში მოხდება გზის გაწმენდა. წყალი შევიდა მოსახლეობის საცხოვრებელ კორპუსში სოფ.ურავში, დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.
სტიქიის ადგილზე გუბერნატორის მოადგილეები დავით ღუდუმიძე და გიორგი გონაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად იმყოფებიან.