რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე- ლაშა ჭიჭინაძე პროფესიული განათლების კონსულტანტს -რევაზ საყვარელიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)პროექტი ‘’ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის გაუმჯობესება ადგილობრივი პარტნიორობის გამოყენებით ‘’ რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და UNDP-ის მიერ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება 5 სამიზნე რეგიონში და მათ შორის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, რომელიც უზრუნველყოფს მოწყვლადი ჯგუფებისთვის ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
პროექტის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში განხორციელდება რამდენიმე აქტივობა, მათ შორის:
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვა. ამ მიზნით შერჩეულია ლენტეხის N1 საჯარო სკოლა, ცაგერის საჯარო სკოლა და სოფელ უწერის საჯარო სკოლა.აღსანიშნავია, რომ სკოლის მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს ამბროლაურის პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“. აღნიშნულ სკოლებში განხორციელდება ფორმალური პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსები.
- სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების და ახალგაზრდების შემდგომი მომზადებისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად მათთვის დაწევის და დაჩქარების (catch-up courses) სპეციალური პროგრამების შეთავაზება
- რეგიონის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის სხვადასხვა აქტივობის შეთავაზება, რათა ხელი შეეწყოს ზოგადი უნარების და კომპეტენციების გაუმჯობესებას
- ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ახალგაზრდული ორგანიზაციების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობის გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფებისათვის მიზნობრივი მომსახურების მიწოდება
- რეგიონის ახალგაზრდების სამეწარმეო განათლების სპეციალურ პროგრამაში ჩართვა, ამ მიზნით ციფრული რესურსების გამოყენება
- სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.