კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდასაჭერად, საქართველოს 5 რეგიონში კენკროვანი კულტურის ნერგების შეძენა და მოყვანა სრულად დაფინანსდება.
განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება:
•შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში;
•წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულების 100%;
•ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.
ქვეკომპონენტი განხორციელდება:
• მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის, თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.
• იმერეთში - საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის მუნიციპალიტეტებში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში;
• გურიაში - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
• რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში;
• სამეგრელო-ზემო სვანეთში - წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში;
ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის საკუთრებაშია მეპაიეების მიერ პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული სტაციონალური მაცივარკონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა.