რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით მხეიძესთან ერთად ა(ა)იპ ამბროლაურის ჭიდაობის კლუბ "ფალავანის" მოჭიდავეებს შეხვდა და გამარჯვებულებს პირადად მიულოცა.
კლუბ "ფალავანის" მოჭიდავეებმა საქართველოს ეროვნულ პირველობაში მიიღეს მონაწილეობა და სხვადახსხვა ასაკობრივ კატეგორიაში პირველი,მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ.
სახელმწიფო რწმუნებული საწვრთნელ პროცესს დაესწრო ,სპორტსმენებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სპორტის განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია რეგიონში.
სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მომავალ წარმატებებს უსურვებს კლუბ "ფალავანის" მოჭიდავეებს.