საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ამბროლაურში მშენებარე აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მიმდებარედ, მდ.რიონის ჭალა-კალაპოტის გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს.
ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა, 4 უბანზე, საერთო ჯამში 1037 მეტრიან მონაკვეთზე ახალი ტექნოლოგიით ხორციელდება.
ახალი ტექნოლოგია გულისხმობს, ექსკავრირებული და დამსხვრეული მასის ცემენტისა და ნაცრის გამოყენებას სპეციფიკური ოდენობით. დამცავი კედელის გამაგრება ხდება ბაზალტის ბადის ბეტონის ფენის დაფარვით. აღნიშნული ტექნოლოგია, საქართველოში პირველად გამოიყენება. ახალი ტექნოლოგიის უპირატესობა მშენებლობის ღირებულების კლება და ტემპების დაჩქარებაა.
პროექტის განხორციელების შედეგად, ნაპირდამცავი ნაგებობა აეროპორტს, მიმდებარე ტერიტორიასა და მდინარე რიონის სანაპირო ზოლს დატბორვისგან დაიცავს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 011 000 ლარს შეადგენს. პროექტი 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. სამუშაოებზე 70-მდე ადამიანია დასაქმებული.