ონის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“-ს ინიციატივით საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები დაურიგდათ.
აღნიშნულ პროცესში, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი, მოადგილესთან, გიორგი გონაძესთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩაერთო.
სასაჩუქრე კალათები, მოქალაქეებს მერიის მიერ შეძენილ საახალწლო ტკბილეულთან ერთად გადაეცათ.
დარიგების პროცესი აქტიურად გაგრძელდება და ონის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს სრულად მოიცავს.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი, მადლიერებას გამოთქვამს გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების გვერდში დგომა და დახმარება.