ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 324 576 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ახალგაზრდული ცენტრი იმუშავებს როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტული და კულტურული მიმართულებით. აქ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ სწორად მართონ თავისუფალი დროის ნაწილი და არაფორმალური განათლება მიიღონ სხვადასხვა სფეროში.