დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში- შალვა ამონაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
️რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან- ზვიად მხეიძესთან, მერის მოადგილე- თამარ ქევანაშვილთან და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელ, აკადემიკოს- შალვა ამონაშვილს, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტ- პაატა ამონაშვილსა და ჰუმანური პედაგოგიკის საქართველოს მოძრაობის ხელმძღვანელ- თამარ სხვიტარიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე შალვა ამონაშვილმა, ხელმძღვანელ პირებს პროექტი ,,ჰუმანური საქართველო“ გააცნო და მის მიზნებზე ისაუბრა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღვაწლმოსილ პედაგოგს სტუმრობისთვის, საჭირო ინიციატივებისთვის, განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და შეხვედრის ბოლოს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მხარს უჭერს მსგავსი სახის აქტივობების განხორციელებას მუნიციპალიტეტებში, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება.