✅ 26 ივნისს, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარაში "ღვინის სახლი " გაიხსნა.
პროგრამის მხარდაჭერით, ბენეფიციარებმა 9800 ლარის ოდენობის გრანტი მიიღეს და შეიძინეს ინვენტარი, რომელიც წარმოებადობის გაზრდის საშუალებას მისცემთ.
"ღვინის სახლში" ადგილობრივი წარმოშობის ნატურალური პროდუქტები რაჭულ სამზარეულოსთან და ადგილობრივი მეწარმეების ღვინოებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
"ღვინის სახლი"–ს გახსნას გუბერნატორის მოადგილე–ლევან ქვათაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი და პროგრამის "აწარმოე საქართველოში" რეგიონის წარმომადგენელი ჭაბუკი მეტონიძე ესწრებოდნენ.
სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიზანი მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა და ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობაა