ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში ბეტონის გზა დაიგო. გზასთან ერთად განხორციელდა სანიაღვრე არხების მოწყობაც. პროექტის საერთო ღირებულებამ 211400 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით მხეიძემ ახლადდაგებული გზა დაათვალიერეს და შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.