ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სცენაზე სპექტაკლი- "დაკრძალვა სახელმწიფო ხარჯით“, გაიმართა.
ონის მოყვარულთა დასმა სპექტაკლი, გასტროლის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაყურებელს წარუდგინა. შედგა შთამბეჭდავი და საინტერესო საღამო.
სპექტაკლს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე ესწრებოდა.
-----------------------------------------------------------------------------
რეჟისორი: ნინო ბერელიძე
*თამაზ ჭილაძის კომედია*