2017 წლის 20 ნოემბერს ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში პირველი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართა.
სხდომები კანონმდებლობის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა გახსნეს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას 21 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნეს.
საკრებულოების თავმჯდომარეებად აირჩიეს: ონის მუნიციპალიტეტში – შუქურა ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტში – გიორგი გუგავა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კი გიორგი გაზდელიანი.
რაც შეეხება ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, აქ პირველი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 2017 წლის 14 ნოემბერს გაიმართა და საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით ვაჩაძე.
პირველი მოწვევის საკრებულოს პირველმა სხდომებმა ყველა მუნიციპალიტეტში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.