საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებებვის ფარგლებში ამბროლაურში გამართული წინასაახალწლო ზეიმი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
საღამოს დასკვნით კონცერტში ამბროლაურელების წინაშე ჯგუფი „მიქსტურა“ აგრეთვე მომღერლები ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე წარსდგნენ.
მთელი დღის განმავლობაში ამბროლაურის ცენტრში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი.
მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
საზეიმო ვითარებაში აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. დამდეგი შობა-ახალი წელი სცენიდან მიულოცეს შეკრებილ მოქალაქეებს სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.