შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) პარტნიორობით, აშშ-ის ჯორჯიის შტატის სამაშველო სამსახურის ინსტრუქტორებმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო კურსი ჩაუტარეს.
სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ წვრთნებს. კურსის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებმა თოკზე მუშაობის, სიმაღლიდან დაშვების, დაზარალებულის უძრავად შეკვრისა და სხვა სამთო-სამაშველო სავარჯიშოები გაიარეს.
სწავლების დასრულების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
სერტიფიკატების გადაცემის პროცესს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, გვარდიის გენერალ- რომან ჯოხაძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან-ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თვმჯდომარესთან- ასლან საგანელიძესთან ერთად ესწრებოდა.