ქ.ამბროლაურში მიმდინარეობს (ი.გოგებაშვილის ქუჩის, 01 შესახვევის,01 და 02 ჩიხების ,კ.გამსახურდიას ქუჩის ,03 ჩიხისა და ნ ბარათაშვილის ქუჩის) ბეტონის საფარიანი გზების მოწყობისა და ამავე ქუჩების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოების დაწყება დასრულების ვადებია–07/05/2018–14/08/2018.
პროექტის ღირებულებაა 394 222ლარი.
ასევე, ქ.ამბროლაურში მიმდინარეობს გამსახურდიას ქუჩის 02 ჩიხის საკანალიზაციო ქსელის და სავალი ნაწილის ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოების დაწყება–დასრულების ვადებია–07/05/2018–15/06/2018.
პროექტის ღირებულებაა– 297 600ლარი.
სამუშაობს ასრულებს შპს "მიმდემი".
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან –ზვიად მხეიძესთან ერთად გაეცნო.
აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს შპს "მიმდემი", რომლის წარმომადგენლებმაც მიიღეს შენიშვნები სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით და ხელმძღვანელებისგან პირადად მიეცათ მითითება დროულად აღმოიფხვრას სამუშაო პროცესში დაშვებული შეცდომები.