სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძის ინიციატივით, გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც რეგიონის მასშტაბით არსებული სკოლების, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, კულტურის ცენტრების, ბიბლიოთეკებისა და ამბულატორიების მონიტორინგს აწარმოებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.
მონიტორინგის შედეგები ეტაპობრივად განიხილება მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრებზე მუშავდება არსებული პრობლემური საკითხები და გუბერნატორის მითითებით იწყება მუშაობა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებენ.