26 იანვარს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში გუბერნატორთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები შედიან...
არჩილ ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა, შემდეგ კი დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განიხილა.
განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმო. გუბერნატორმა მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, პროექტების განხორციელებისას მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოსახლეობის ინტერესები და მკაცრად გააკონტროლონ შესრულების ხარისხი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები.
თათბირზე ასევე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები: ბიუჯეტების შესრულება მუნიციპალიტეტებში, თემატური სამუშაო ჯგუფების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოგადი მდგომარეობა და ლენტეხი–ცაგერი–ამბროლაურის მიმართულებით სამარშრუტო ხაზის დამატება, სავალდებულო სამხედრო გაწვევების მიმდინარეობა, რეგიონის სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა და სხვა...