ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით წელს მესამედ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - „საქართველო"-რაჭაში იმართება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ქართული და უცხოური ანსამბლების ერთობლივი კონცერტები. ღონისძიებებმა ბლექ სი არენადან 8 სექტემბერს რაჭაში გადმოინაცვლა, რომლის ფარგგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ.გოგოლათში, რომელსაც ახლახან სოფელი-მუზეუმი ეწოდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა მიმდინარეობს მასტერკლასი - სიმღერა: ქვედრულა მოდიდებულა (გიორგი დონაძე, ლევან ბერელიძე) და კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ფესტივალს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრება. ღონისძიების ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია 18:00სთ- აგროფესტივალი 19:30სთ-კონცერტი ცენტრალურ მოედანზე ანსამბლები: ბასიანი, შალვა ჩემო, ლაგუშედა, სალაღობო, საგალობელი, იავნანა, შილდა, ფესვები; სუ კუნკორდუ – სარდინია, იტალია; სპარტიმუ – კორსიკა, საფრანგეთი; კონიაკუვი – პოლონეთი; აჩკუპსი – ლატვია. 21:30სთ- ეთნოჯაზჯგუფი - ეგარი, კონცერტი ცენტრალურ მოედანზე. 9 სექტემბერს კი ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ონში გადაინაცვლებს. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორის – ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის – პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას. საერთაშორისო ფესტივალი • საქართველო ხელს შეუწყობს კულტურათა დაახლოებას, ტრადიციების გაცნობასა და ურთიერთპატივისცემას. უნიკალური მრავალხმიანობის, სიმღერის, გალობის, ცეკვისა და ტრადიციების მქონე საქართველოს საშუალება ეძლევა უმასპინძლოს განსხვავებული სტილისა და მანერის შემსრულებლობას, საქართველო – მრავალხმიანობის სამშობლო – აქციოს ქართული და მსოფლიო ფოლკლორის მუდმივი შეხვედრისა და ურთიერთდაახლოების ადგილად.